გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის თემა
ფრენბურთი და  თამაშის წესები
საგანი
სპორტი
მასწავლებლის სახელი გვარი
დიანა ცინცაძე
სწავლის საფეხური
საბაზო საფეხური,  მე-7 კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა
20 მოსწავლე
სსსმ მოსწავლე კლასში არ არის
გაკვეთილის აქტუალობა
მოსწავლეები შეისწავლიან ახალ თამაშს, მასთან დაკავშირებულ წესებს, ეჩვევიან გუნდური თამაშის პრინციპს, უვითარდებათ კოორდინაცია, კუნთობრივი მასა.
ასეთი ვარჯიში ზრდის სიმაღლეში და ხელს უწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას.
მიზანი
სპორტული აქტივობები ხელს უწყობენ მოწაფეებს   გამოიმუშაონ ურთიერთთანამშრომლობის,  წესების დაცვის, გუნდურობის,  პასუხისმგებლობის  გამოჩენის უნარები.
ესგ-თი განსაზღვრული შედეგები
7.1.მოსწავლე ითავისებს ჯანსაღი ცხოვრების წესს
7.3. მოსწავლეს შეუძლია გააცნობიეროს უსაფრთხოების დაცვის აუცილებლობა და დაეუფლოს სხვადასხვა ფიზიკურ აქტივობას.
7.6. მოსწავლე თამაშისას იჩენს ისეთ უნარებს , როგორიცაა:  მიზნის დასახვა, გადაწყვეტილებების მიღება, პრობლემის გადაჭრა, ადამიანებთან ურთიერთობა.

მუშაობის ფორმა

საერთო საკლასო და გუნდური

რესურსი
ბადე, ბურთი
დროის ლიმიტი
45 წ.
გაკვეთილის მსვლელობა
სასწავლო აქტივობები:
აქტივობა  1.
A საფეხური გამოწვევა
მოსწავლეები აქტიურად იხსენებენ იმას, თუ რა იციან ამ თამაშის შესახებ, რათა გადახედონ საკუთარ ცოდნას და უკეთ გამოიკვლიონ თავისი პიროვნული ცოდნა.
ü  ამის შემდეგ მასწავლებელი უხსნის მოსწავლეებს ფრენბურთის  თამაშის დროს საჭირო წესებს, უჩვენებს ვიზუალურად თუ როგორ ხდება ბურთის დაჭერა, ტყორცნა. მასწავლებელი მიმართავს  ახსნით და ჩვენებით მეთოდს. (10წთ)
აქტივობა 2.
მოსწავლეები იმეორებენ  მასწავლებლის მიერ ნაჩვენებ მოძრაობებს, და ივითარებენ ბურთის ტყორცნის ტექნიკას.                                   (10წთ)
აქტივობა  3.
B “ საფეხური - შინაარსის რეალიზება
მასწავლებელი ხელს უწყობს მოსწავლეების მცდელობას გააკონტროლონ საკუთარი აღქმის უნარი.
ü  მასწავლებელი ყოფს კლასს პირველ- მეორეზე გათვლით. იყოფიან ორ გუნდად და  თამაშობენ ფრენბურთს, უკვე შესწავლილი წესებით.
შეფასება- შეჯამება
 C “ საფეხური - რეფლექსია
ანუ...მოსწავლეები უკეთ გაიაზრებენ და კონცენტრირებას მოახდენენ საკუთარ ქმედებებზე, ქცევებზე, აზროვნებაზე და გრძნობებზე.
ü  მასწავლებელი  გაკვეთილზე იყენებს , როგორც განსავითარებელ  შეფასებას.  აძლევს სიტყვიერ მითითებებს მათი წარმატების და ხარვეზების შესახებ. აძლევს უკუკავშირს, რაც მოსწავლეს აძლევს ხარვეზების გამოსწორების და წინსვლის შანსს.

Комментариев нет:

Отправить комментарий